ფინანსები
07/12/2021

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრები წარადგინეს.

საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50% შეადგინა.

"საბანკო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში პროკრედიტ ჯგუფმა განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა. პროკრედიტი ყველა ქვეყანაში ერთიანი პასუხისმგებლობით უდგება საბანკო საქმიანობას, რაც სოციალურ, ეთიკურ და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, ქართველი წევრები მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანენ ბანკის გრძელვადიანი განვითარების გეგმებში" - აღნიშნავს საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი.

პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი.

საერთაშორისო ჯგუფის წევრობა, პროკრედიტის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საუკეთესო პირობებით ყველაზე მოთხოვნად საბანკო მომსახურებებზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020