
"პრეცედენტი ყველა მოქალაქეზე გავრცელდება" - ნათია თურნავა სანქციათა წესზე
"ჩვენი გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ამიერიდან გავრცელდება ყველა მოქალაქეზე. ის არ არის მიმართული ვინმეს დაცვისკენ", - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს ეხება, ბრიფინგი გამართა.
ნათია თურნავამ განმარტა, რომ ეროვნული ბანკი რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული და აღნიშნა, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ეს გადაწვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებისგან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საქმის პოლიტიზებაზეც აცხადებს და მიიჩნევს, რომ ფუნდამენტური უფლებები ზედმიწევნით უნდა იყოს კონსტიტუციით დაცული. რაც შეეხება ბანკებს, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ კომერციული სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს სებ-ს.
მისივე თქმით, მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და საბჭოს წევრებსაც აცნობა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.