ფინანსები
15/12/2020

“პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის განხორციელება არაპოპულარული ნაბიჯი იყო“ - გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით,პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის განხორციელება არაპოპულარული, მაგრამ აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი იყო.
 
როგორც კობა გვენეტაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან“ საუბრისას აღნიშნა, ბევრი მიმართულება, რაც პასუხისმგებლიან დაკრედიტებაში დევს, მათ შორის ლიკვიდობის კოეფიციენტი და შემოსავლისა და გადახდის ტვირთის ფარდობა 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან წამოვიდა.
 
„ვფიქრობ, რაც უფრო ადრე დაიწყებოდა ეს პროცესი, უკეთესი იქნებოდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძალიან არაპოპულარულია ამ ტიპის რეფორმის განხორციელება. თუმცა, შედეგად, დღეს საკრედიტო ბიუროს მონაცემებით, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 21 %-ია. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 67% -ს შეადგენდა. ეფექტური კი 100%-ზეც კი ადიოდა. იყო ისეთი სესხებიც, რომლებზეც წლიურინომინალური საპროცენტო განაკვეთი 2000-5000%-მდე მერყეობდა. ამ სესხების გამცემი კომპანიები მილიონობით შემოსავალს იღებდნენ და ეს ნამდვილად არ იყო კარგი, რადგან ამ მილიონების შოვნა ხალხის გართულებული ფინანსური მდგომარეობის ხარჯზე ხდებოდა.“-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022