ფინანსები
16/11/2021

პაპავა: ამ ეტაპზე ინფლაციაზე უფრო მნიშვნელოვანი მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაა

ISET-ის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ელის.

გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” გიორგი პაპავამ განაცხადა, რომ არსებული რეალობა ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებისკენ უბიძგებს.

“არ მგონია, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 10%-ზე მაღალ ნიშნულზე აწიოს, თუმცა შესაძლებელია ფიქრობდეს დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებაზე. ეს შეიძლება იყოს, სავალუტო ბაზარი და სარეზერვო განაკვეთების ცვლილება. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის ზედმეტი ყურადღების დათმობა ინფლაციისთვის. გაცილებით უფრო საყურადღებოა ეკონომიკური პოლიტიკის პროგნოზირებადობა, მაღალი ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნება და პანდემიის როლის გაანალიზება ამ პროცესში,”- აღნიშნავს გიორგი პაპავა.

საქართველოს მსგავსად, მსოფლიოშიც რეფინანსირების განაკვეთის მოსალოდნელზე მეტად ზრდით ინფლაციის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა ეს გავლენას ახდენს ეკონომიკის აღდგენაზე.

გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საქართველოს საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

“გვაქვს ხოლმე ისეთი სიტუაცია, როდესაც ლარი უფასურდება, საერთაშორისო ბაზრის ფასები იგივეა და ჩვენ მაინც მაღალი ინფლაცია გვაქვს. ახლა ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ლარი გარკვეული პერიოდია სტაბილურია, თუმცა ინფლაცია მაინც მაღალია, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მატულობს. ამ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასებზე შეიძლება წამყვანი ეკონომიკების მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ იქონიოს გავლენა და შეამციროს წნეხი უცხოეთიდან მომდინარე ფასებზე, მათ შორის საქართველოსთვის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას აღარ დავტოვოთ ისეთი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, როგორიც დღეს გვაქვს და მის ეტაპობრივად შერბილებაზე ვიფიქროთ,” - აცხადებს ISET-ის მთავარი ეკონომისტი.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 8 დეკემბერს არის ჩანიშნული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022