ფინანსები
06/07/2021

ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დაწყების თარიღი საბანკო ასოციაციისთვის უცნობია

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელისთვის უცნობია როდიდან დაიწყება ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა.ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, დეტალების დაზუსტება გრძელდება.
 
"რაც შეეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირებას,ამ ეტაპზე შეფასება გამიჭირდება თუ რა რაოდენობაზე იქნება საუბარი,რადგან მაინც სეგმენტირებულია აღნიშნული პროექტი და უფრო მნიშვნელოვანია შევაფასოთ , რა მოთხოვნა იქნება კონკრეტულად ამ მიმართულებით.
 
ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება ახალი ბინების შეძენისას და ასევე მეორადი ბინების ბაზარსაც წაახალისებს. პირობებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. როდიდან დაიწყება სუბსიდირების აღნიშნული პროგრამა ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია."- განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.
 
ცნობისთვის, მთავრობა ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილი შეეძინებათ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას იწყებს. პირველი ან მეორე შვილის შეძენისას საუბარია ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსებაზე, მესამე ან ყოველ მომდევნო შვილის შემთხვევაში კი, 8%-იანი სუბსიდირებაა გათვალისწინებული