ნიკოლოზ გამყრელიძე: ლონდონის ბირჟაზე GHG-ის დელისტინგი სწორი გადაწყვეტილება იყო
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე რამდენიმე თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ლონდონის საფონდო ბირჟიდან დელისტინგის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.
„გადაწყვეტილება, ისევე როგორც მაშინ იყო სწორი, ახლაც იგივენაირად ვაფასებ, რომ ტექნიკური გადაწყვეტილება იყო რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ,“– აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.
ევექსის, სადაზღვევო კომპანია იმედი ელისა და ფარმაცევტული ქსელების მფლობელმა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟა 2020 წლის აგვისტოში დატოვა.
ჯგუფის 100% მისმა მაჟორიტარმა აქციონერმა "ჯორჯია ქეფითალმა“ გამოისყიდა სპეციალური შეთავაზებით, კერძოდ ჯანდაცვის ჯგუფის აქციონერებმა ყოველი 5 აქციის სანაცვლოდ "ჯორჯია ქეფითალის" 1 აქცია მიიღეს.
კომპანია „ლონდონის საფონდო ბირჟაზე“ პრემიუმ კატეგორიაში 2015 წელს დაილისტა და ინვესტორებისგან 100 მილიონი დოლარიც მოიზიდა.