ფინანსები
02/08/2023
ნათია თურნავა სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას კვლავ ხედავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას კვლავ ხედავს.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მარეგულირებელი ამ პროცესს ისე განახორციელებს, რომ სავალუტო ბაზარზე ზეწოლა არ მოახდინოს. ჩვენ ვაკვირდებით ბაზარს და როგორც კი არის ხელსაყრელი ვითარება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობთ, რომ შევავსოთ სავალუტო რეზერვები. სავალუტო რეზერვები ნიშნავს ქვეყნის საიმედოობას.
რაც უფრო მაღალია რეზერვები, უფრო დაბალია რისკიანობა რაც ახასიათებს ქვეყნის საფინანსო სისტემას. სწორედ ამიტომ რეზერვების დონეს საერთაშორისო სააგენტოები ძლაიან ყურადღებით აკვირდებიან. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება გვაძლევს საშუალებას რომ ფრთხილად, მცირე მოცულობებით შევავსოთ ჩვენი რეზერვები რომ სავალუტო ბაზარზე ზეწოლა არ მოვახდინოთ. ეს არის დადებითი პოლიტიკა და აძლიერებს ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის უნარს გაუმკლავდებს შოკებს და ნეგატუიურ ფაქტორებს.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების კუთხით, ამ დროისთვის ადეკვატურობის ზონაშია.
„რაც შეეხება ჩვენს გეგმებს ამ სავალუტო რეზერვების შევსების თვალსაზრისით. არსებობს სავალუტო რეზერვების შეფასების საკმაოდ რთული სისტემა. მთელ რიგ ცვლად პარამეტრებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვართ რეზერვების ადეკვადურების ზონაში, მაგრამ ქვედა ზღვარზე. ამიტომ გარკვეული შესაძლებლობა კიდევ გვაქვს, თუმცა ჩვენ ამას განვახორციელებთ ისე რომ პროცესმა ზეწოლა არ მოახდინოს ბაზარზე.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეკორდული რაოდენობის, $1.08 მილიარდი შეისყიდა სავალუტო რეზერვებისთვის. ქვეყნის რეზერვებმა $5 მლრდ-ს გადააჭარბა.