ფინანსები
27/03/2023

"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაძლოა განაკვეთის დაწევა მაისისათვის გადადოს"

თიბისი კაპიტალი ინფლაციის სამიზნე, 3%-იან მაჩვენებელთან მიახლოებას უფრო ადრე ელის ვიდრე მანამდე ვარაუდობდა.

საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ამ მოლოდინს საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირება განაპირობებს და 3%-იან ნიშნულთან მიღწევა ივლისში ან უფრო ადრე იქნება შესაძლებელი.

"მოთხოვნის კუთხით, საბაზო ეფექტის გარდა, თებერვლის ექსპორტის შედარებით სუსტი მაჩვენებლი, ფეროშენადნობებისა და სასუქების ექსპორტის ვარდნით იყო გამოწვეული.

ამ ორი პროდუქტის გარეშე, ექსპორტი 6.3%-ის მაგივრად, 36.1%-ით გაიზრდებოდა. ამდენად, საგარეო მოთხოვნა ჯერჯერობით კვლავ ძლიერია.

თუმცა, თუ ამ სასაქონლო კატეგორიებზე ფასები არ აღდგა, 2023 წლის ეკონომიკის ზრდაზე ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურმა ზეგავლენამ შესაძლოა 1%-იც კი შეადგინოს.

ფასების გარდა, ცალკეული პროდუქტების, კონკრეტულად კი სპილენძის უარყოფითი კონტრიბუცია იმპორტშიც მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, თებერვალსა და მარტში, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მაჩვენებლები კვლავ ძლიერ ადგილობრივ მოთხოვნაზე მიუთითებს. ასევე - ძირითადად უფრო დაბალი ინფლაციის ხარჯზე, თუმცა მაინც აღსანიშნავია რეალური საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესებაც", - აღნიშნავს თიბისი კაპიტალი.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, თიბისი კაპიტალი ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაძლოა განაკვეთის დაწევა მაისისათვის გადადოს.

თიბისი კაპიტალის აზრით, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი იმპორტირებული პროდუქტების გარეშე ინფლაციასა და ბოლო პერიოდში საერთაშორისო მასშტაბით გაურკვევლობის ზრდაზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდსა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ანალიტიკოსები და ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოებას 2023 წლის მეორე ნახევრიდან ელოდა. 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული 2022 წლის ნოემბრამდე საქართველოში ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, 2023 წლის თებერვალში კი მაჩვენებელი უკვე 8,1%-მდე შემცირდა

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023