ფინანსები
20/01/2023

მომგებიანი ბანკები - წლის მე-2 ნახევარში სექტორმა მოგება გააორმაგა

2022 წელს 11 ბანკი 2.1 მილიარდი ლარის მოგებით ასრულებს. ზარალზე რჩება  3 ბანკი, მ.შ ყველაზე  ზარალიანია სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილი ვითიბი, 51,3 მილიონი ლარით.

5 მილიონი კი პაშა და სილქ ბანკის ზარალზე მოდის. აზერბაიჯანული პაშა ბანკს, რომელიც მე-2 ბრენდითაც (რე ბანკი) არის წარმოდგენილი, ₾ 2.1 მლნ-ის ზარალი აქვს, სილქ ბანკს - ₾2.9 მილიონი.

სექტორის წმინდა მოგებამ წლის I ნახევარში (H1/2022) 836 მლნ ლარი, მე2-ში (H2/2022) კი 1,249  მლრდ ლარი შეადგინა.

 

H2/2022  

H1/2022

BOGG

555.633.000

368.710.000

TBC

408,938.000

430.598.000

LB

46,320.000

  20.620 000

BB

22.568.000

  31.738.000

Cartu

38.344.000

  14.475.000

Procredit

25.645.000

  22.385.000

წყარო: კომერციული ბანკები 

2023 წლის იანვრიდან სექტორი უფრო მაღალ მოგებას დაწერს. IFRS-ზე გადადის (ანგარიშგების საერთაშორისო სისტემა), რომელიც gaap-ზე (სებ-ის მეთოდოლოგია) ლიბერალურია, ძირითადად დარეზერვების ნაწილში. „მეტობით“ დარეზერებული, ანგარიშგების ცვლილებისთანავე „ამოტრიალდება“, ანუ ბუღალტრულად ბანკს უფრო მაღალი მოგება გამოუჩნდება და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელიც. ტვირთს 20%-მდე ახლადგაზრდილი გადასახადიც ამძიმებს.

IFRS-ის სიმსუბუქის კორექციითვის კი, რისკების დასაბალანსებლად, საჭირო ხდება კაპიტალის ახალი ბუფერის ამოქმედება, CRA-ის. ბანკების ლობი იმედს იტოვებს, რომ სებ-ი კონტრციკლური ბუფერის ამოქმედებას მაინც გადაიფიქრებს, გაზაფხულამდე (რა პერიოდისთვისაც აქვს დაანონსებული).

 

Businesspartner