ფოტო: agriculture-afrique.com
ფინანსები
02/11/2022

მიკროსაფინანსო სექტორის მოგებამ ₾81 მლნ-ს გადააჭარბა

მიკროსაფინანსო სექტორის მოგება გაიზარდა.

მიმდინარე წლის სამ კვარტალში მისოების წმინდა მოგებამ 81.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5 მლნ ლარით მეტია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სამი კვარტლის მონაცემებით, 1,527 მლრდ ლარის სესხი აქვთ გაცემული. დაკრედიტების უდიდესი წილი ფიზიკურ პირებზე მოდის და ჯამში მილიარდ 498 მლნ ლარს შეადგენს, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა კი მხოლოდ 29 მლნ ლარია.

მისოების მიერ გაცემული სესხების ძირითადი ნაწილი სალომბარდეა და მთლიანობაში მისი მოცულობა 775 მლნ ლარია. მას მოსდევს სამომხმარებლო სესხები და 378 მლნ ლარს აჭარბებს, კრედიტები ვაჭრობისა და მომსახურების სექტორში 186 მლნ ლარზე მეტია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე ამ დროისთვის 37 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. მათ მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 4 264-ს აჭარბებს.

Businesspartner