ფინანსები
24/06/2021

მეანაბრეები ყველაზე მეტად საქართველოს ბანკსა და თიბისის ენდობიან

საბანკო სექტორში ფიზიკური პირების ანაბრების მოცულობა  მაისში, 19.122 მლრდ ლარამდე შემცირდა (01.05.2021 – 19.858 მლრდ). კლება  ნაწილობრივ  ლარის  მოკლევადიანი გამყარების ეფექტითაა. ასევე იმოქმედა სებ-ის ბოლოდროინდელმა რეგულაციამ, მაღალდოლარიზებული ანაბრების პორტფელის მქონე ბანკებისთვის.

70% კოეფიციენტზე  უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო არსებული 25% ნორმა ნარჩუნდება. 40%-ზე კი მოთხოვნა 10%-მდე შემცირდა. რამაც ბანკებს გალარების  მოტივაცია შეუქმნა.  შესაბამისად  სავალუტო ანაბრებზე სარგებელი მნიშვბნელოვნად შეამცირეს. აშშ დოლარში  0.5% -მდე.

დეპოზიტების 79% უცხოურ ვალუტაშია  განთავსებული. პანდემიის დროს მეანაბრეების უმრავლესობამ  ლარის ანაბარი   უცხოოურ ვალუტაში გადაიტანეს, თუმცა პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი  პანდემიამდეც მაღალი იყო 01.03.2019 – 73%.  

 

01.06. 2021 ₾არი

Q3/2020 000 ₾არი

საქართველოს ბანკი

7,663.557

7,156,191

თიბისი ბანკი

7,644 557

6,672,322

ლიბერთი ბანკი

1,214.212

1,195,850

ვითიბი ბანკი

650.263

607,082

პროკრედიტ ბანკი

484.276

469,038

წყარო: კომერციული ბანკები