ფინანსები
13/04/2021

MBC: მიკროსაფინანსო სექტორში საპროცენტო განაკვეთების ზრდა დეფოლტის რისკს გაზრდის

MBC-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მიკროსაფინანსო სექტორს საპროცენტო განაკვეთის ზრდის რესურსი აღარ აქვს.

როგორც გია პეტრიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, მისოების სესხების საპროცენტო განაკვეთი გადახსისუნარიანობის ჭერთან ძალიან ახლოსაა.

„გეტყვით პირდაპირ, რომ ჩვენი გადმოსახედიდან საკმაოდ მაღალია მიკროსაფინანსო სექტორის სესხები. შესაბამისად, არანაირი რესურსი არ გვაქვს, რომ გავზარდოთ საპროცენტო განაკვეთები და ამით დავაკომპენსიროთ ხარჯები. აქედან გამომდინარე, მისოებში სესხების გაძვირების შესაძლებლობა ფაქტობრივად არ არსებობს,“ - აღნიშნა MBC-ის გენერალურმა დირექტორმა.

გია პეტრიაშვილის განმარტებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მატება შესაძლო დეფოლტის რისკს ზრდის.

„გარკვეული გამონაკლისების გარდა, მიკროსაფინანსო სექტორი 21-25%-იან საპროცენტო განაკვეთში ახდენს დაკრედიტებას. თუ მოხდება ამ საპროცენტო განაკვეთების ზრდა, დეფოლტის რისკი რა თქმა უნდა, მოიმატებს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა პანდემიამ ჩვენი კლიენტების უმრავლესობისთვის შემოსავლების შემცირება გამოიწვია.“-განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022