ფინანსები
19/01/2021

MBC: მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების სურვილი გვაქვს

„ვიქნებით იმ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის, რომელიც მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების სურვილს გამოთქვამს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ MBC-ის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

გია პეტრიაშვილის განმარტებით, მიკრობანკის იდეა სექტორისთვის მიასალმებელია. მისივე თქმით, სექტორი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ელოდა თემაზე ეროვნულ ბანკთან აქტიური კონსულტაციების დაწყებას, თუმცა მარეგულირებელს ჯერ რაიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება არ გაუკეთებია.

„ველოდით, რომ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყებოდა აქტიური კონსულტაციები პოტენციურ მსურველებთან თუ როგორი უნდა იყოს მარეგულირებელი ჩარჩო. სამწუხაროდ, ეროვნულ ბანკს ჯერ რაიმე შემოთავაზება არ გაუკეთებია. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი და დაახლოებით ვიცით, როგორი შეიძლება იყოს ეს მარეგულირებელი ჩარჩო. როგორც იცით, მიკროსაფინანსოების რეგულაციები მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება ბანკების მოთხოვნებისგან. ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება დაახლოება ბანკების რეგულირებასთან. მიკრობანკის მარეგულირებელი ჩარჩო ძირითადად გაიმეორებს საბანკო მარეგულირებელ ჩარჩოს. შესაბამისად, რაიმე სიურპრიზებს არ ველოდებით,“ - განმარტა გია პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, რეგულირებასთან ერთად მიკრობანკის სტატუსის მიღებას ექნება ბენეფიტები, რაც კომპანიისთვის მისაღებია.

„მას პაკეტში მოყვება ის უფლებები, რაც ამ ეტაპზე აქვთ ბანკებს და არ გააჩნიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. მაგალითად, ისეთი როგორიც არის მომხმარებლების მიმდინარე ანგარიშებით მომსახურება, გარანტიების გაცემა და სხვა დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანია. ამიტომ დაინტერესებული ვართ და ვემზადებით ამ სტატუსის აღებისთის. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ნიშნავს კიდევ უფრო დახვეწილ და გაძლიერებულ რეგულირებას ეროვნული ბანკის მხრიდან, მაგრამ იმდენად მიმზიდველია ის დამატებითი უფლებები, რომელიც ამ გაძლიერებულ რეგულირებას მოყვება, რომ ჩვენ მაინც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობის მომზადებაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022