MBC-ი ბანკებისგან ₾15 მლნ-ს მოიზიდავს
MBC-ი 15 მლნ ლარის ობლიგაციებს უშვებს. მისო ფასიან ქაღლდებს 4 ბანკს (საქართველოს ბანკი, თიბისი, ბაზისბანკი, პაშა ბანკი) სადაზღვევო კომპანიას და კერძო ინვესტორს სთავაზობს. ბანკებთან შეთანხლება უკვე მიღწეულია და ფასი ზუსტდება.
მისოს დამფუძნებლის და დირექტორის გია პეტრიაშვილის ინფორმაციით, MBC-ისთვის ოპტიმალური განაკვეთი 15%-ია. ბანკებისთვის უფრო მაღალ პროცენტად გასესხეებააა მიმზიდველი და ამ დროისთვის პოტენციურ კლიენტებთან, მისოს ინტერესებს, მისი ბროკერი საინვესტიციო ბანკი G&T-ის იცავს.
ემისიის პროსპექტის მომზადება და შუამავალი საინვესტიციო ბანკის სხვა მომსახურებები MBC-ის 150 000 ლარი უჯდება (ემისიის 1%). 30 000 ევროს კი რეიტინგის განახლებისთვის გაიღებს. Scope Rating-მა 3 წლის წინ მიანიჭა რეიტინგი და განახლებისთვის ხარჯი ყოველწლიურად გასაღებია.
MBC-ის EBRD-ისგან 100 000 – 200 000 ლარამდე გრანტის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადი წარდგენილი აქვს, თუმცა ემისიას მაინც განახორციელებს, თუნდაც ვერ მოიპოვოს დაფინანსება.
ემისიის ხარჯების თანადაფინანსებისთვის გრანტის მოპოვების მსურველთა რეგიტრაცია 27 აპრილს დაიწყო, ივლისის ბოლომდე სრულდება და 10-მდე გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა (ამ დროისთვის შეტანილი აქვს 10-ს)
პროექტს G&T-იEBRD-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით, BDO Georgia-სთან ერთად ახორციელებს (დეტალური ინფორმაცია)