ფინანსები
25/01/2021

MBC: ამდენი გაურკვევლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობას ართულებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ი საერთაშორისო ორგანიზაციებთან გართულებულ ურთიერთობაზე საუბრობს.

„ამდენი გაურკვევლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობას ძალიან ართულებს,“ - ამბობს MBC-ის გენერალური დირექტორი. გია პეტრიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ გრძელვადიანი გეგმების გარეშე ოპერირება ბევრ პრობლემას აჩენს.

„ჩვენც გვაქვს მოზიდული სახსრები საერთაშორისო ინსტიტუტებიდან და ყველას აინტერესებს თუ რა გეგმები გვაქვს მიმდინარე წელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან რთული დასაგეგმია, როცა ამდენი განუსაზღვრელობა არსებობს. ერთი მხრივ პანდემიის კუთხით და მეორე მხრივ ვალუტის კურსის გაუფასურების მიმართულებით. მოზიდული სახსრები საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ჩვენ გვაქვს უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად, მისი გადაფასება ვალუტის კურსის გამო, უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს მოგება-ზარალის უწყისზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორია საერთაშორისო ინტიტუტებისთვისაც დ ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022