ფინანსები
05/02/2021

ლომბარდებს დალომბარდებული ნივთების ციფრულ პორტალზე ასატვირთად 2-თვიანი პერიოდი მიეცათ

სესხის გამცემ სუბიექტებს დალომბარდებული ნივთების ელექტრონულ პორტალზე ატვირთვისთვის ორთვიანი გარდამავალი პერიოდი მიეცათ.

როგორც „ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რეგულაცია 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმდედებულიყო, თუმცა ეროვნული ბანკის შუამდგომლობით აპრილამდე გადავადდა.

„თუ ამ გარდამავალ პერიოდში რამე მნიშვნელოვანი პრობლემა არ გამოიკვეთება, პროცესი 1-ელი აპრილიდან აუცილებლად დაიწყება. ამ წუთისთვის ასეთი კრიტიკული მნშვნელობის პრობლემა არ არსებობს,“ - განმარტავს ვახტანგ გრიგალაშვილი.

მისივე განმარტებით, ლომბარდებს ნივთის დამგირავებლისა და დაგირავებული საგნის შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსება, მათ შორის ფოტოსურათებისა და დეტალური მახასიათებლების ატვირთვა დაევალებათ.

ლომბარდებმა ახალი წესების შესასრულებლად საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მათივე განმარტებით ცვლილება სექტორს ხარჯებს გაუზრდის და თავად სესხის გაცემის პროცედურასაც გაახანგრძლივებს.

„ხარჯების დათვლა და გაანალიზება ამ წუთებშიც გრძელდება. ხარჯი რომ გვექნება ეს ფაქტია და მიმდინარე კრიზისულ პერიოდში ნებისმიერი დამატებითი ხარჯი ბიზნესზე წნეხს ზრდის. თუმცა რეგულაცია რეგულაციაა, უნდა მივიღოთ და მოვახერხოთ მისი იმპლემენტაცია,“ -  აღნიშნა ვახტანგ გრიგალაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022