ფინანსები
15/10/2021

ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გასაუმჯობესებლად €7 მლნ დაიხარჯება

ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით EBRD სესხს 3 მლნ ევროთი ზრდის. პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება 7 მლნ ევრო. 

საკითხს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განიხილავენ. 

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა მაია ბითაძემ ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"როდესაც ლილოს ნაგავსაყრელი მოეწყო, თავიდან მას არ ჰქონდა გარემოს ზემოქმედების შეფასება ჩატარებული. შესაბამისად, ლილოს ნაგავსაყრელმა წლების განმავლობაში შექმნა ძალიან ბევრი გარემოსდაცვითი პრობლემა. არ იყო გათვლილი ის რისკები, რომელიც ნაგავსაყრელს შეიძლებოდა მიეყენებინა გარემოსთვის და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს. ლილოს ნაგავსაყრელიდან იგივე ნაჟური წყლების სახით ხდებოდა როგორც ნიადაგის დაბინძურება, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს სუნი. ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ მოახერხა ის, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, შედგა პროექტი", - აღნიშნა მაია ბითაძემ. 

მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით 

2018 წელს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ბანკმა საქართველოს 15 მლნ ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. 

აღნიშნული ხელშეკრულება გულისხმობს შემდეგი საინვესტიციო კომპონენტების განხორციელებას:

  • 74 ერთეული მყარი ნარჩენების შემგროვებელი ავტომობილების შეძენა. 
  • ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მყარი ნარჩენების გადამზიდი სადგურის განახლება, რისთვისაც 1.7 მლნ ევრო დაიხარჯება. 
  • ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სესხის ფარგლებში მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოიყო 4.3 მლნ ევრო. თუმცა, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული თანხა საკმარისი არ არის და სისტემისმოსაწყობად დაახლოებით 7.4 მლნ ევრო უნდა განისაზღვროს. შესაბამისად, ცვლილება შედის პროექტში და სესხი 3 მლნ ევროთი მეტით იზრდება. ჯამურად, სესხი შეადგენს 18 მლნ ევროზე მეტს. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის დეკემბერი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
06

19/04/2022