
ლიკვიდობის რეგულაცია სესხებს არ გააძვირებს
ლიკვიდობის კოეფიციენტის 100%-ით გაზრდის, ახლადამოქმედებულ რეგულაციას ბაზარი სექტემბრის ბოლოს შეაფასებს.
მანამდე კი სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი (ფსკ) ფსკ-ი შარშანდელი გადაწყვეტილების რეკალიბრაციაზე იმსჯელებს. სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წელზე დააბრუნოს, თუ შენარჩუნდეს 3. სესხის ვადა შარშან აგვისტოში დამოკლდა, რომ შენელებულიყო საკრედიტო აქტივობა, რომელიც ინფლაციას აქცევდა წნეხში.
რადგან სებ-მა ინფლაციიის კლების პერსპექტივა დაინახა და პოლიტიკა შეარბილა. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ დაკრედიტებიდან წნეხიც მოხსნილია და შერბილება შესაძლებელი.
სებ-ის შეფასებით, აღნიშნულმა მაკროპრუდენციულმა ზომამ წნეხის მოხსნაზე იმუშავა.
უცხოურ ვალუტაზე ლიკვიდობის 80%-მდე გაზრდის რეგულაცია კი მხოლოდ თავდაცვითი მექანიზმია და ბანკების საოპერაციო საქმიანობაზე არ აისახება.
არარეზიდენტებისგან მოზიდულ უცხოურ ვალუტაზე ბანკებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების კოეფიციენტი) 40%-დან, 80%-მდე გაზრდის რეგულაცია მიმდინარე თვეში ამოქმედდა.
ამით სებ-ი დიდ ცვლილებებს არ ელის. რეგულაცია დამატებითი უსაფრთხოებისთვისაა, ბანკებისთვის, რომ ლიკვიდობის სახსრების გამოყენების შემთხვევები მასიურში არ გადიზარდოს.
რისკს მაღალი კონცენტრაცია აჩენს - ცალკეულ ბანკში რუსეთის მოქალაქეების ფულის კრიტიკულ ზღვრამდე გაზრდა. რაც მოკლე ვადაში (1,2 წელი), ფულის გადინების შემდეგ, კონკრეტულ ბანკს შეუქმნის საფრთხეს.
მსგავსი შემოდინებები არასტაბილურია. რეგულაციამ კი სექტორს ფულის მოზიდვის სწორედ ეს წყარო ჩაუკეტა.
საბანკო სექტორში, გრძელვადიანი ნასესხები სახსრების ჩანაცვლების მიზნით, ლიკვიდობის გამოყენების მხოლოდ ერთეული შემთხვევები აღინიშნება.
არარეზიდენტების შემოდინებები რამდენიმე მიზნობრიობით ნაწილდება: ფულადი გზავნილის კლასიკური დანიშნულებით და ასევე კაპიტალში შედინების მიზნით.
გზავნილების არხით რუსეთიდან გარკვეული დეპოზიტები გამოედინა. ამავე წყაროთი შემოდის კრიპტოქტივების საყიდელი სახსრები, რაც დეპოზიტებისგან განსხვავებით, ქვეენის ეკონომიკისთვის გამოწვევას არ წარმოადგენს.
სებ-ის განმარტებით გამკაცრებულ ლიკვიდობის მოთხოვნას მხოლოდ ფორმალიზების დანიშნულება აქვს.