ფინანსები
16/11/2021

ლიბერთი ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვას იწყებს

ლიბერთი ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვას იწყებს.

„ლიბერთი არის სისტემური ბანკი, რომელიც დაახლოებით 1.6 მილიონ ადამიანს ემსახურება და ჩვენ 40 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი გვენდობა. შესაბამისად, ჩვენ ვემსახურებით ადამიანებს პრაქტიკულად ყველა სეგმენტიდან,“- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

მისი თქმით, სტრატეგიის წარდგენის შემდეგ ლიბერთიმ დაპირებისამებრ დაიწყო ახალი პროდუქტების შეთავაზება, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვას და მათთან ახალი ურთიერთობის დაწყებას შეუწყობს ხელს.

ვასილ ხოდელმა აღნიშნა, რომ სერიით „ახალი“ ლიბერთის პირველი პროდუქტი იქნება რეგიონში უნიკალური საკრედიტო ბარათი ყველაზე მაღალი ქეშბექით, რომელიც 18+ სეგმენტისთვის იქნება საინტერესო.

„რამდენიმე თვეა, რაც წარვადგინეთ ჩვენი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ და ნებისმიერ ჩვენს ნაბიჯს ვუყურებთ, არის თუ არა ამ ღირებულებებთან თანხვედრაში - ეს არის ადამიანი, მის ბიზნესზე და საჭიროებებზე ზრუნვა. ჩვენ გვინდა ვიყოთ მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, ახლის მაძიებელი და მზრუნველი.

„ახალის“ სერიით პირველი პროდუქტი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული საკრედიტო ბარათი და გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისთვის.

ეს არის რეგიონში უნიკალური, ყველაზე მარტივი და გასაგები პროდუქტი. ყველაზე სარგებლიანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ჭკვიანურად ხარჯავენ ფულს. სარგებლიანია, რადგან აქვს ყველაზე მაღალი ქეშბექი “,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა.

ლიბერთის ახალი ბარათის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022