ფინანსები
30/11/2021

ლევან ვეფხვაძე: საპენსიო სააგენტოს ინვესტორობა ყველა მსხვილ ბიზნესს აინტერესებს 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიმდინარე სირთულეებს და ლარში სესხების ღირებულებას თუ გავითვალისწინებთ, ყველა დაინტერესებულია ახალი, ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსებით.

"შესაბამისად, თუ ეს არის ლარში და შედარებით დაბალი პროცენტი, ვიდრე ეს კომერციული ბანკებიდან მოდის, იქნება ყველასთვის საინტერესო გამომდინარე იმ რისკებიდან, რომელიც ჩვენ ყველამ გავიარეთ, მათ შორის გაცვლით კურსის რისკები", - აცხადებს BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ლევან ვეფხვაძემ საპენსიო სააგენტოსთან შეხვედრის და ინფორმაციის გაცნობის შემდეგ განაცხადა, ინტერესიდან გამომდინარე, თუ რაიმე კანონმდებლობაა დასახვეწი, რომელიც კომპანიებს ფინანსურ რესურსებთან დააახლოებს, ეს მნიშვნელოვანი იქნება.

„ვფიქრობ, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, შევცვალოთ კანონმდებლობა და მივცეთ მეტი თავისუფლება საპენსიო ფონდს, მის საინვესტიციო ბორდს, რათა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტულ კომპანიებში. ეს შეიძლება იყოს ბონდები, სააქციო კაპიტალი და ა.შ. მთავარია, კომპანია იყოს მდგრადი და ამ შემთხვევაში თუ საინვესტიციო ბორდი ჩათვლის, რომ ეს არის საინტერესო საინვესტიციოდ, ეს ინვესტიცია მან უნდა განახორციელოს“, - აცხადებს ვეფხვაძე და ამბობს, რომ სხვადასხვა ინდუსტიის წარმომადგენელ კომპანიებს, მათ შორის ჰოსპიტალურ სექტორს, ფარმაცევტულ ბიზნესს, მსხვილი გადამზიდავი კომანიებს, სამშენებლო კომპანიებს და სხვებს, ყველას აინტერესებს ამ ტიპის სერვისების მიღება საპენსიო ფონდისგან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022