ლარში 3 მილიონი, $/€ -ში 75 000 სესხია გაცემული - ვისთვის რჩება ₾200 000 ზღვარი
ფიზიკური პირების დაკრედიტების განახლებული წესი, რომელიც სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის 15/08/2022-მდე დროინდელ ნიშნულზე, 4 წელზე დაბრუნებას გულისხმობს, სებ-ის ინფორმაციით, ნოემბერში გამოიცემა.
1-2 კვირაში იქნება სებ-ის ბრძანებაც, სავალუტო დაკრედიტების ₾300 000-იანი ზღვარის დაწესებაზე, სებ-ში რეგისტრირებული სუბიექტებისთვის (ბანკი, მისო, სგს...).
ამის საპირწონედ იხსნება სავალუტო მსესხებელზე მოქმედი ₾200 000 -იანი შეზღუდვა, როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის (ფსკ) ოთხშაბათის სხდომის შემდეგ განაცხადა
იანვრიდან სავალუტო სესხის მიღება ნებისმიერი მოცულობით შეეძლება პირს, თუ შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვს. ამ კატეგორიაში გადის საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებულები, მეზღვაურები, გზავნილების მიმღები პირები, ყველა ვისაც სტაბილური შემოსავალი უფიქსირდება უცხოურ ვალუტაში.
სებ-ის ზედამხედველობის მიღმა ოპერირებად კომპანიებისთვის ძალაში რჩება სამოქალაქო კოდექსით გაწერილი ვალდებულება. სავალუტო დაკრედიტებაზე ₾200 000 -იანი ზღვარი 2019 წლიდან მოქმედებს.
ოქტომბრის მდგომარეობით (10/2023) ₾25 000-დან 100 000 ლარამდე 7.05 მლრდ ლარის 143 000 სესხია გაცემული, 100 000-დან 1 მლნ ლარამდე კი 6.5 მლრდ-ის 33 600 სესხი.
ამავე პერიოდისთვის, აშშ დოლარით დენომინირებული სესხების ($25 000-$100 000) ნაშთი 844 მლნ აშშ დოლარია; $100 000 - $1 მლნ ფარგლებში პორტფელი $1.8 მლრდ -მდეა და მილიონ დოლარზე მეტი მოცულობით, $2.2 მლრდ -ის 700 სესხია გაცემული.
10/2023-ისთვის მსესხებელთა ბაზაში 24 000 ევრომსესხებელია. მ.შ. €25 000-დან €100 000-მდე €572 მილიონის 10 600 სესხია გაცემული.