ფინანსები
25/01/2023

ლადო პაპავა: ისეთი განცდა მრჩება, რომ თითქოს ენა შეგვაჩვიეს

„სამწუხაროდ,ხელისუფლების პიარ კამპანია საერთაშორისო არენაზე, მოიკოჭლებს,“- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ ბრალდებები სამწუხაროდ არახალია.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში ისმის ბრალდებები საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც პაპავა აცხადებს, საქართველომ თავისი სიმართლე პირველ რიგში საერთაშორისო დონეზე უნდა დაიცვას.

„ევროპარლამენტმა მიიღო დასკვნა სადაც გაგვაკრიტიკეს, გამოდიან სხვადასხვა სენატორები, კონგრესმენები და გვაკრიტიკებენ, ისეთი განცდა მრჩება, რომ თითქოს ენა შეგვაჩვიეს. მერე ნუ გაგვიკვირდება, რომ CNN-ის ჟურნალისტიც რაღაცას იტყვის.

თითქოს რამის დასაბუთება არავის არ მოეთხოვება. ჯერ-ჯერობით ოფიციალური სტურქტურებიდან არანაირი ბრალდება არ მოდის, იქნება ეს ევროკომისია თუ სახელმწიფო დეპარტამენეტი. ვფიქრობ, ბატონი ირაკლი კობახიძის პასუხი იყო ამ ბრალდებაზე საკმაოდ სერიოზული. ნაჩვენებია,რომ 2022 წელს თუკი სადმე საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა არის ყაზახეთი, სომხეთი. თუ ავიღებთ საშუალო ზრდას,  33%-ს შეადგენს, აშშ-ში - 36% და რუსეთი 7%-იანი ზრდით არის. ანუ, რაიმე განსაკუთრებული გარღვევა რუსეთის  მიმართულებით არ მომხდარა“-აცხადებს პაპავა.

მისივე მტკიცებით, ეკონომისტებისთვის უფრო მტკივნეული და მნიშვნელოვანია იმპორტის ზრდა და ის, რომ  ქვეყანა ჯერ კიდევ რჩება იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად.

როგორც პაპავა განმარტავს, დღეს ისე არის ეკონომიკა პოლიტიკური საკმაზით შეკმაზული, რომ ძირითადი აქცენტები გადატანილია არა იმაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვისაა მთავარი, არამედ იმაზე, რომ  დღევანდელი საქართველო უნდა იყო თავის მართლების რეჟიმში  მოქცეული.

„ქვეყნის ინტერესებშია ის, რომ ჯერ ერთი დაიცვას ის სანქციები, რომელიც დასავლეთს აქვს შემოღებული და მეორე, - ტყუილად არავინ არაფერი დააბრალოს,“-აცხადებს პაპავა.

2020-2022 წლებში რუსეთში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა ფულად განზომილებაში 650 მლნ დოლარს შეადგენდა,  ზრდა კი 2021 წელთან შედარებით მხოლოდ 40 მლნ დოლარი იყო. კითხვაზე, მაშინ, როდესაც  650 მლნ ლარიდან 500 მილიონზე მეტი საკუთარი ექსპორტია, დანარჩენი  კი რეექსპორტს წარმოაგენს, რომელი სასაქონლო პოზიცია შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული სანქცირებული პროდუქტი,  პაპავა აცხადებს, რომ ამ ჯგფებიდან სანქცირებულ პროდუქტს ვერ ხედავს. 

„არც თუ დიდი ხნის წინ, EuroNews-მა დადო შემაშფოთებელი ინფორმაცია, 550  დასავლური კომპანია აგრძელებს ფუნqციონირებას რუსეთის ბაზარზე. ამიტომ, მათი მხრიდან შედავება ცოტა უხერხულია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სანქციების შემოღების შემდეგ გრძელდებოდა რუსული ნავთობის შესყიდვა ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ, ძალიან კარგად ვიცით, რომ იგივე ინდოეთი რუსეთისგან ყიდულობდა 35 დოლარად ნავთობს, შემდეგ ნავთოპროდუქტებს ამუშავებდა და ამას ამერიკელებზე როგორც ინდურ ნავთობპროდუქტს ყიდდა. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ ამერიკელებმა გამოაქვეყნებს.

ასევე კარგად ვიცით ე.წ ლატვიური ბრენდის შესახებ, რომელშიც 49% რუსული ნავთობია. აშშ-ი კი ლატვიური ბრენდის სახელით ყიდულობდა. ასევე ვიცით შუამავალი კომპანიები გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, რომლებიც ასევე ნავთობს დიდ ბრიტანეთზე ყიდიდნენ,“-აცხადებს პაპავა.

პროფესორი ლადო პაპავა იქვე კითხვასაც სვამს: „განა ყველა რუსულ ბანკს შეეხო  SWIFT-დან გათიშვა?“. მისი მტკიცებით,  დარჩა რამდენიმე ბანკი, რომელსაც  SWIFT-ი არ შეხებია.

„უკვე ჩანს, რომ ევროკავშირს უჭირს რუსეთისთვის პრინციპულად სანქციების დაწესება. ისმის კითხვა -  რანაირად აგრძელბენ დასავლური კომპანიები რუსეთში მოღავწეობას? ეს პრობლემა გაგრძელება იქამდე, სანამ  იქნება სანქციებში ხვრელები. ეს უკანასკნელი კი  გრძელდება, რადგანაც დღევანდელი მსოფლიო მაინც რჩება გლობალიზებულად. სანქციებს არ მიერთებია ქვეყნების საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა. მაგალითად, ჩინეთი, ისრაელი, თურქეთი  “-აცხადებს პაპავა.

მისივე განმარტებით, საკითხიში მთავარი ისაა, რომ რადგან რადიკალურ ოპოზიციას ეჭვი ეპარება, რომ არჩევნების გზით შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლა, ამიტომ უნდა ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო მაქსიმალურად დააზიანოს, რათა ქვეყნის და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ  უარყოფითი განწყობა შეიქმნას. შედეგად, მათ  2024 წელს მეტი ხმების მოპოვების შანსი გაუჩნდეთ.

აღსანიშნავია, რომ CNN-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული ტვირთი გადის, რასაც მყისიერი რეაქცია მოჰყვა საქართვეელოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილისა და საქართველოს საპარლამენტო ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ. მათ არგუმენტირებული განცხადება გააკეთეს, რომ აღნიშნული ფაქტი არის ტყუილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო, თუმცა მისივე თქმით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიურ პერიოდში, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 20 პროცენტით, აზერბაიჯანში - 27 პროცენტით, თურქეთში - 35-ით, ამერიკის შეერთებულ შტატებში - 36-ით, ბულგარეთში - 67-ით, სომხეთში - 129 პროცენტით, ხოლო ყაზახეთში - 148 პროცენტით.

კობახიძე განმარტავს, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველოს საერთო ექსპორტში 2022 წელს არათუ არ გაზრდილა, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სი-ენ-ენის გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს ადასტურებს.

 

Businesspartner