ქირის შემოსავლებით ნახევარ მილიარდამდე ლარის სესხებია გაცემული
საბანკო სექტორმა ის იპოთეკები მოთოკა, რომლის გადახდის მატერიალური წყარო მსესხებლისთვის ქირით მიღებული შემოსავალია.
აღნიშნულის თაობაზე, სებ-ის რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის შედეგებზე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას, ტრენდიდან 30%-იანი აცდენის გათვალისწინება, მარეგულირებელმა სექტორს გაზაფხულზე ურჩია.
შეზღუდვის მიზეზები, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, ოთხშაბათის ბრიფინგზე ნათია თურნავამ განმარტა.
უძრავი ქონების ფასთან შედარებით, რომელიც დანახარჯების პროპორციულად იზრდება. ქირის ფასი 30%-ით "გაბერილია". ამიტომ სებ-მა ბაზარს დაკრედიტებისას ქირიდან მისაღები შემოსავლების 30%-იანი კლებით დაანგარიშება ურჩია, რაც მსესხებელს ლიმიტს უმცირებს, თუმცა ბაზარს ფინანსურ რისკებს უკომპენსირებს.
ამ დროისთვის ბანკების იპოთეკების პორტფელში (₾ 9.9 მლრდ) ქირიდან შემოსავლებით გაცემული სესხების წილი 5%-მდეა.
სებ-ის ინფორმაციით, ბანკებისთვის LTV-ის (-30%) კოეფიციენტი სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო სწორედ იმიტომ რომ სესხების წილის მცირეა.