ფინანსები
13/03/2020

ქართუ: მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს ფინანსური რესურსი გამოვუყოთ

ფონდი „ქართუ” მზადაა ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს დანაკლისი.

ფონდის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი მზადაა სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად.

„ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ბევრი გამოწვევა დაუძლევია და დარწმუნებულები ვართ, ცივილიზებული მსოფლიოს კვალდაკვალ, ერთმანეთის თანადგომით, ამ გამოწვევასაც წარმატებით გავუმკლავდებით,“- ნათქვამია „ქართუს" განცხადებაში.