ფინანსები
13/04/2021

ირაკლი გილაური: რთული დრო ქმნის შესაძლებლობებს, თუმცა რისკებთან ფხიზლად უნდა ვიყოთ

გლობალურმა COVID-19 პანდემიამ 2020 წელს ისეთი რთული გარემო შექმნა, რომელიც გამოცდილ ქვეყნებს, მთავრობებს და ბიზნეს ლიდერებს აქამდე არასდროს წარმოედგინათ, - აღნიშნავს Georgia Capital-ის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური აღნიშნავს.

მისი თქმით, რთული დროც ქმნის შესაძლებლობებს და ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ.

"ფხიზლად უნდა ვიყოთ შესაძლებლობებთანაც, დროულად უნდა გავითვალისწინოთ რისკები, ამ ორის დაბალანსება არის Georgia Capital-ის კრიტიკული ამოცანა 2021 წელს და არამარტო,“ –ამბობს გილაური.

ჯგუფის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ, მთელი რიგი მნიშვნელოვანი ზომების მიღების და ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, პანდემიამ სწრაფად იმოქმედა ბევრ ბიზნესზე და ქვეყნის მშპ მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით ლოკდაუნის და საზღვრების დაკეტვის შედეგად, რამაც ტურიზმთან დაკავშირებული შემოსავლის შემცირება გამოიწვია.

მისივე შეფასებით, Georgia Capital-მა დიდი გამძლეობა გამოავლინა 2020 წელს, რაც ბევრი მუშაობის, მენეჯმენტის შედეგია.

"ჩვენი ძალა თითოეულ სფეროში გამოიცადა, ფუნდამენტი მყარი აღმოჩნდა. ჩვენ შევქმენით მაღალი ხარისხის თავდაცვითი ბიზნეს ინვესტიციების პორტფელი, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა დამოკიდებულება ტურიზმის ნაკადებზე", – აღნიშნავს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი.