ფინანსები
17/02/2023

IMF: ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას საჭიროებს

„ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე, 3 პროცენტიანი, მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის შუა პერიოდში, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და სებ-ის დამოუკიდებლობის საჭიროებს.“- ამის შესახებ საუბარია IMF-ის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებაში.

„მისია მიესალმება ეროვნული ბანკის ერთგულებას მოქნილი გაცვლითი კურსის, სარეზერვო ბუფერების დაგროვების და ძლიერი და მედეგი ფინანსური სექტორის მიმართ. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დინამიკის გულდასმით შეფასება უნდა გააგრძელოს და საპროცენტო განაკვეთების შემდგომი გაზრდისთვის იყოს მზად, თუ ინფლაციის გაძლიერების ნიშნები გახანგრძლივდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის.

სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს.“-აღნიშნულია განცხადებაში.

IMF-ის მისია, ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში 13-17 თებერვალს ვიზიტით იმყოფებოდა. მისიის მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და რეფორმების პროგრესის შეფასება იყო.

Businesspartner