ფინანსები
17/02/2023

IMF: 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 4%-თან ახლოს იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ელის, რომ საქართველოში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4%-თან ახლოს იქნება.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, გასულ წელს შემუშავებული სახელმწიფო საწარმოების მმართველობის რეფორმისა და განახლებადი ენერგიის განვითარების სტრატეგიების წარმატებით განხორციელება შესაბამის სექტორებში პროდუქტიულობას გაზრდის და ფისკალურ რისკებს შეზღუდავს.

„2023 წელს ზრდის ტემპის შემცირების მოლოდინების გათვალისწინებით, ეკონომიკურ ზრდას ველით 4 პროცენტთან ახლოს, მიგრანტების და სავალუტო ნაკადების მილევის, სავაჭრო პარტნიორების ზრდის შენელების და მართებულად შემზღუდევლი ფისკალური პოლიტიკიდან გათვალისწინებით.

ძლიერმა შემოსავლებმა 2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას შეუწყო ხელი. 2023 წელს, ფისკალური წესის შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8 პროცენტამდე შემცირდება. შემოსავლების მობილიზაციისა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის დახვეწაზე მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ასევე შემოსავლების საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ქმნის სივრცეს პრიორიტეტული ხარჯებისთვის, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის,"-ნათქვამია IMF-ის შეფასებაში.

IMF-ის მისია, ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში 13-17 თებერვალს ვიზიტით იმყოფებოდა. მისიის მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და რეფორმების პროგრესის შეფასება იყო.

Businesspartner