ფინანსები
01/11/2023

G&T 2024-ში კურსის $1/2.7 ნიშნულზე შენარჩუნებას ელის

2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში ლარი მცირედით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით სტაბილურია.

რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ლარის სტაბილურობას განაპირობებს ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა სავალუტო შემოდინებები, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი ფისკალური პარამეტრები.

G&T-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.