ფინანსები
25/08/2023

გოგა მელიქიძე: ინფორმაცია, რომ საპენსიო დანაზოგები დაიკარგება - მცდარია

„ჩვენ განვიხილეთ საინვესტიციო პორტფელები და მეტი სიცხადისთვის სწორად დავარქვით სახელები, ესენია: სტაბილური, შერეულ-დაბალანსებული და მზარდი პორტფელები,- ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დღეს ეროვნულ ბანკში შეხვედრა გამართეს.

მისი ინფორმაციით,  დღეს მონაწილეების მხრიდან არჩევანის გაკეთების პროცესი მიმდინარეობს, ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, როდესაც მონაწილეს, რომლის დანაზოგიც  5 წლის განმავლობაში იყო სტაბილურ პორტფელში ინვესტირებული, დამატებითი არჩევანის საშუალება მიეცა, საკუთარი დანაზოგი შემოთავაზებული პორტფელისკენ მიმართოს, ან მათი კომბინაცია გააკეთოს.

მისივე ინფორმაციით, მზარდ, ანუ მაღალრისკიანი პორტფელებში დანაზოგების ინვესტირება არ მოხდება რისკიან პროექტებში. თანხის ინვესტირება მოხდება გლობალურ აქციებში და ქართველი საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიების აქციების  მფლობელები, როგორებიააა, ტოიოტა, სამსუნგი, ეფლი, ლუი ვიტონი. რამეთუ ამ კომპანიების აქციების ფასი ბაზარზე ყოველდღე იცვლება, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება დინამიკაში, უფრო მეტი რყევა იქნება, თორემ ინფორმაცია, რომ დანაზოგები დაიკარგება - მცდარია.

„55% გლობალური აქციების არის გადანაწილებული, დივერსიფიცირებყლი დაახლოებით  3 000 კომპანიაზე, რეგიონების დონეზე არის, ამერიკა, ლათინური ამერიკა, განვითარებული ევროპა, ავსტრალია, განვითარებული აზია, ასევე ქართული სახაზინო ობლიგაციები და დეპოზიტები 45%. ასე რომ ამ პორტფელს ნამდვილად არ ემუქრება ან დაკარგვა, ჩავარდნა ან რამე მსგავსი. ამ პორტფელის მონაწილეები საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ,“-აცხადებს მელიქიძე.

შეგახსენებთმ საქართველოში დაგროვებითი პენსიის სისტემა 2019 წელს ამოქმედდა. შედეგად, საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეების ანგარიშზე მათი ხელფასის 6% ირიცხება. 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ხორციელდებოდა, თუმცა ეს წესი შეიცვალა და მონაწილეებს სამი პორტფელიდან არჩევის შესაძლებლობა ეძლევათ.

Businesspartner