ფინანსები
27/01/2021

გიორგი ხიშტოვანი: უნდა შეფასდეს ლარიზაციის პოლიტიკამ რა შედეგები მოიტანა

PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი ლარიზაციის პოლიტიკის შეფასებას ითხოვს. გიორგი ხიშტოვანის განმარტებით, აუცილებელია მიღებული შედეგების დროული ანალიზი.

„ვისურვებდი, შეფასდეს ლარიზაციის პოლიტიკა და გავიგოთ კონკრეტულად რა შედეგები მოიტანა, რადგანაც არსებობს ბაზარზე საბანკო სექტორის მოთამაშეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცუდის მეტი არც არაფერი მოუტანია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი თუ ამბობს, რომ ლარიზაციას აქვს პოზიტიური შედეგები, უნდა ვიცოდეთ, რაში გამოიხატება ეს,“ - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ლარიზაციის პოლიტიკის მიუხედავად დოლარიზაციის მაჩვენებელი დიდწილად არ შემცირებულა.

„ამ ფაქტზე გავლენას ახდენს ის გარემოებაც, რომ ქვეყანამ შეიძლება ატაროს ლარიზაციის პოლიტიკა უსასრულოდ, მაგრამ თუ ეროვნული ვალუტაც უსასრულოდ გაუფასურდა ამას შედეგი სულაც არ ქონდეს. უნდა ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული რწმენა არის სრულად შერყეული და ეს ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში საბანკო სექტორისთვის ასევე დიდი პრობლემაა. არასტაბილურად არამყარი ეროვნული ვალუტა უქმნის საფრთხეს საბანკო სექტორს. ვალუტის სტაბილურობის და მისი გამყარების მნიშვნელოვანი გზა კი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაა,“ - აღნიშნა PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორმა.

Businesspartner