ფინანსები
19/10/2023

"გავაგრძელებთ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმ კარგ საქმეში, რომელსაც ის აკეთებს" - როლანდ პრაისი

სამხრეთ კავკასიაში "მსოფლიო ბანკის" რეგიონული დირექტორის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას გააგრძელებს. როლანდ პრაისი იმედოვნებს, რომ სებ-ი მომავალში ძლიერ ინსტიტუტად დარჩება. განცხადება პრაისმა მედიასთან, საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად სისტემატურ დიაგნოსტიკური კვლევის განახლებული შედეგების წარდგენაზე გააკეთა.

"მსოფლიო ბანკი ამ დროისთვის ეროვნულ ბანკს ტექნიკურად ეხმარება და გავაგრძელებთ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის მხარდაჭერას იმ კარგ საქმეში, რომელსაც ის აკეთებს. ეროვნული ბანკი ყოველთვის იყო ძლიერი ინსტიტუტი და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასე იქნება. ვფიქრობთ, ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და მას ჩვენი ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმით ვეხმარებით და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკის მხარდაჭერას კვლავაც გავაგრძელებთ", - განაცხადა როლანდ პრაისმა.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკის შესახებ კანონის მიღების გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამა ამ დრომდე შეჩერებულია.

bm.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022