ფინანსები
12/01/2023

GALT & TAGGART: წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შემცირდება

ანალიტიკოსები ეროვნული ბანკისგან მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელიან.

„გალთ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსის შეფასებით, ინფლაციის შემცირების პარალელურად, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოსთვის მიმდინარე 11%-დან 9%-მდე შეამციროს.

„ეროვნლი ბანკი რეაგირებს ინფლაციაზე. როდესაც ეს მაჩვენებელი გადახრილია მიზნობრივი დონიდან და ინფლაციური მოლოდინები არის გაზრდილი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, ხოლო როცა პირიქით ინფლაციური მოლოდინების კლებაა, ეს გადაწყვეტილებას უმარტივებს მარეგულირებელს და შესაძლებლობლობას აძლევს, გადავიდეს შერბილების პოლიტიკაზე.

ჩვენი პროგნოზით, გამომდინარე იქიდან რომ ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს, მარეგულირებელმა, შესაძლოა , მონეტარული პოლიტიკის შერბილების კუთხით პირველი გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღოს და რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით შეამციროს. თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მაინც წლის მეორე ნახევარში ვვარაუდობთ, როცა ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირების ტრენდს დაინახავს.“-აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022