ფინანსები
28/02/2023
Galt & Taggart-ი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15%-იან ზრდას პროგნოზირებს
Galt & Taggart-ი მიმდინარე წელს, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15%-იან ზრდას პროგნოზირებს.
საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს სექტორში გენერირებული შემოსავლების მოცულობა 4 მლრდ დოლარს მიაღწევს.
როგორც Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 163.1%-ით გაიზარდა.
„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 163.1%-ით გაიზარდა და 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“-აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში.