ფინანსები
25/01/2021

Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.

საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.

თუმცა, შენარჩუნებულია სხვა რეიტინგები, მათ შორის, გრძელვადიანი რეიტინგი თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის შემთხვევაში BB - დონეზე, ლიბერთის შემთხვევაში B+ დონეზე შენარჩუნდა.

რეზოლუციის ჩარჩოს მიღება, Fitch-ის შეფასებით, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში უფროსი კრედიტორების გადარჩენის ქმედით მექანიზმს უზრუნველყოფს.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ უფროსი კრედიტორების მხარდაჭერა ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ რეზოლუციის ჩარჩოს მიღება, მხარდაჭერის შესაძლებლობების შეზღუდვებთან ერთად, ვფიქრობთ, რომ არც ისე კარგი დასაყრდენია.“-მიიჩნევს სააგენტო.

Fitch-ი მიიჩნევს, რომ გირაოს შეფარდების მექანიზმი გარკვეულწილად ბევრ განვითარებულ ბაზარზე შემოღებულ ჩარჩოებს შეესაბამება, რაც უზრუნველყოფს რომ გაკოტრების საქმის წარმოება არ მოხდეს უფრო მეტად ჩამორჩენილი ბანკის ხარჯზე, ვიდრე გადასახადის გადამხდელებზე.

სააგენტოს ინფორმაციით, გირაოს ან / და მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ ხელისუფლების შეხედულებისამებრ ისეთი მოსაზრებების საფუძველზე მიიღება, როგორიცაა ფინანსური ბაზრის უფრო ფართო სტაბილურობა და ბანკის შესაძლებლობები, გააგრძელოს თავისი ძირითადი ოპერაციები.

„მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის შესაძლებლობა შეზღუდულია, უპირველეს ყოვლისა, საბანკო სისტემის მაღალი დოლარიზაციის გამო. შედეგად, მნიშვნელოვან საფრთხეს ვხედავთ ამ მხრივ.

იმის გათვალისწინებით, რომ თიბისის და საქართველოს ბანკს bb- და ლიბერთი ბანკს b + აქვს და ქართული ბანკების სიცოცხლისუნარიანობის შეფასება (VR) უფრო მაღალია ვიდრე მათი მხარდაჭერის რეიტინგი (SRF), შესაბამისად, ამას გავლენა არ ექნება ბანკების IDR–ზე, ან  BOG- სა და TBC- ს სესხის რეიტინგზე. TBC- ისა და BOG- ის ფასიანი ქაღალდების რეიტინგები 'B-' - ზე სამჯერ ჩამოუვარდება ბანკების შესაბამის VR- ს და არ წარმოადგენს რაიმე პოტენციური მთავრობის მხარდაჭერას. ამიტომ, რეიტინგებზე დღევანდელი მოქმედებებიც ვერ ახდენს გავლენას.“–ნათქვამია Fitch–ის მიერ.

 

Businesspartner