ფინანსები
28/01/2021

"ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის ღია ბანკინგის დანერგვა ერთ-ერთი პირველი ამოცანაა"

ფინტეკ ასოციაცია ფინტეკ ინდუსტრიის ძირითად გამოწვევად საბანკო ინფორმაციაზე წვდომის პრობლემებს ასახელებს. როგორც დავით კიკვიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ღია ბანკინგის დანერგვა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის ერთ-ერთი პირველი ამოცანაა.

„ძირითადი გამოწვევა ის საბანკო ინფორმაციაა, რომელსაც ჯერჯერობით მონოპოლისტურად მხოლოდ კომერციული ბანკები ფლობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ოუფენბანკინგის დანერგვა და ამ ინფორმაციასთან წვდომა ისე, რომ ამ კუთხით ფინტეკისთვის ბანკის ჩართულება აღარ იყოს აუცილებელი,“ - აღნიშნა დავით კიკვიძემ.

მისივე განმარტებით, ფინტეკ ასოციაციის პირველი ამოცანა საკანონმდებლო ბაზისა და ერთიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებაა.

„უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი თამაშის წესები, რომელსაც ყველა დაექვემდებარება და მარეგულირებლისთვისაც იქნება მისაღები. მივდივართ იქით, რომ კონკრეტული მონახაზი გვქონდეს და მას აკმაყოფილებდეს ყველა სტარტაპი, რომელსაც ფინტეკის დარგში მონაწილეობის მიღების სურვილი ექნება. ფინანსური ტექნოლოგიები 2008 წლის შემდეგ აქტიურად განვითარდა მთელ მსოფლიოში და საკუთარი კაპიტალიზაციიდან, კომპანიების რაოდენობიდან და მოცულობიდან გამომდინარე ერთ-ერთ მსხვილ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. ეს გლობალური ტრენდია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც ამ კუთხით ფეხი აუწყოს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ბაზარზე ფინტეკ ეკოსისტემა შევქმნათ. აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც ეროვნულ ბანკთან ისე სტარტაპებთან,“ - აღნიშნა დავით კიკვიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022