ფინანსები
23/11/2020

ეროვნული ბანკი უმოქმედო სესხების ზრდის პიკს ზამთარში ელის

ეროვნული ბანკი უმოქმედო სესხების ზრდის პიკს ზამთარში ელის. როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ მაჩვენებლის 10%-მდე ზრდაა მოსალოდნელი.

„თუ შევხედავთ, უმოქმედო სესხებს, ამ დროის მონაცემებით მისი წილი 4.5%-დან 7.6%-მდეა გაზრდილი. ველით, რომ ეს მაჩვენებელ პიკურ 10%-იან მაჩვენებელს მიახლოვდება. თუ საბაზისო სცენარით განვითარდა მოვლენები, რაც გულისხმობს, რომ მომდევნო წლის ზაფხულიდან ეკონომიკამ მნიშვნელოვნად დაიწყო აღდგენა და დაუახლოვდა 2019 წლის მაჩვენებლს, შედეგად უმოქმედო სესხების წილის მორიგი ზრდა აღარ მოხდება,“ - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, დავით უტიაშვილის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2,4%-იან ნიშნულზეა.

„ვადაგადაცილებები პანდემიის დაწყების შემდეგ არ არის გაზრდილი, ამის მიზეზი კი გახლავთ ის გარემოება, რომ ბანკებმა მსესხებლებს ფინანსური ვალდებულებების გადავადება შესთავაზეს", - განმარტავს უტიაშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022