ფინანსები
22/11/2022

EBRD თიბისი ბანკში თავის წილს ამცირებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) “თიბისი ბანკში“ თავისი წილი შეამცირა. ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) 850,000 აქცია დაჩქარებული წესით განათავსა და გაყიდა.

22 ნოემბერს გაყიდული აქციები თიბისი ბანკის მთლიანი აქციების 1,5 პროცენტია. ამასთან, EBRD ინარჩუნებს თავისი ხანგრძლივვადიანი პარტნიორის აქციების 3,5 პროცენტს.

ორგანიზაციის ცნობით, როგორც მუდმივი აქციონერი, EBRD რჩება თიბისი ბანკის ერთგული და მხარს უჭერს მას რეგიონულ გაფართოებაში.

EBRD-მა თიბისი ბანკის აქციები 2009 წელს შეიძინა ფართო დაფინანსების პაკეტის ფარგლებში. შემდგომში, ბანკი წარმატებით დაილისტა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ხოლო 2016 წელს ძირითადი ბაზრის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023