ფინანსები
06/03/2023

დეპოზიტების დაზღვევის ვალდებულება მიკრობანკებზეც გავრცელდება

დეპოზიტების დაზღვევის ვალდებულება მიკრობანკებზეც გავრცელდება.

როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან თოდუამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ახალი ფინანსური ინსტიტუტებიც, რომლებიც ბაზარზე სავარაუდოდ მალე გამოჩნდებიან, სააგენტოში სავალდებულო შენატანებს განახორციელებენ.

„მათაც ექნებათ სავალდებულო შენატანები დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში. დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი კი იმავე პრინციპით გაიზრდება, როგორც საბანკო სექტორში. როგორც იცით, ჩვენ რისკზე დაფუძნებულ შენატანებს ვახორციელებთ. მიკრობანკებზეც ანალოგიური წესი გავრცელდება.

ვფიქრობ, დეპოზიტების დაზღვევის ვალდებულება მათთვის ბენეფიტი იქნება. პირველ ეტაპზე მიკრობანკებს, ჩემი აზრით, არ ექნებათ ისეთი ნდობა, როგორც უკვე აქვთ კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, როცა მოსახელობას ექნება ინფორმაცია, რომ მათი დეპოზიტები მიკრობანკებშიც დაზღვეულია, ისინი არ დაიწყებენ ფიქრს ღირს თუ არა, რომ დეპოზიტები ამ ფინანსურ ინსტიტუტში განათავსონ,“-აღნიშნა ლევან თოდუამ.

შეგახსენებთ, მიკრობანკების შესახებ კანონი ძალაში 1-ლი აპრილიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდში შევა. რაც შეეხება დეპოზიტების დაზღვევის ზღვარს, 2024 წლიდან დღეს არსებული 15 000 ლარიანი ზღვარი 30 ათას ლარამდე გაიზრდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023