
დეპოზიტარების ნდობა პატარა ბანკებმაც მოიპოვეს - რეიტინგი
საბანკო სექტორში ფიზ/იურიდიული პირების დეპოზიტები 2 თვეში (აპრილი-მაისი) 5%-ით არის გაზრდილი, 45.5 მლრდ ლარამდე. ზრდა აღინიშნა, როგორც საცალო ისე კორპორაციულ პორტფელში. როგორც სისტემურ ასევე საშუალო და პატარა ბანკებში.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალეკო ძნელაძის განმარტებით, ბოლო თვეებში ინტერესი უფრო გაზრდილია სავალუტო მიმართულებით. თუმცა ამასთან ლარში დენომინირებული დეპოზიტების გადოლარებაც არ აღინიშნება.
ადგილობრივი ვალუტა თავის დეპოზიტარს ინარჩუნებს. და სავალუტოს თავისი კონტინგენტი ჰყავს, მ.შ. მიგრანტები.
ამასთან დეპოზიტის და დიჯიტალ სერვისების მომხმარებელი საფინანსო სფეროში უფრო გათვითცნობიერებული გახდა და ოპტიმალურ არჩევანს აკეთებს. მომხმარებლის აღნიშნულ კატეგორიაში, წარსულის სტერეოტიპები, რომ თითქოს მხოლოდ სისტემაშექმენლი ბანკია სანდო, დამსხვრეულია.
შესაბამისად, საცალო დეპოზიტარისთვის მაღალი განაკვეთის შეთავაზება არჩევანისთვის უკვე საკმარისია. პატარა ბანკებს კი მსხვილპორტფელიანზე მაღალი სარგებელი აქვს.
სატარიფო პოლიტიკა ნაწილობრივ სარეზერვო მოთხოვნის წრფივ რეგულაციას უკავშირდება. რომელიც სარეზერვო მოთხოვნას დიფერენცირებულად ზრდის და ამცირებს, დოლარიზაციით ნიშნით.
₾ | 01.06.2023 | Q1/2023 |
საქართველოს ბანკი | 18,684,656,000 | 17,377 |
თიბისი ბანკი | 17,816,134,000 | 17,021 |
ლიბერთი ბანკი | 2,659,676,000 | 2,730 |
ბაზისბანკი | 1,835,836,000 | 1,879 |
ქართუ ბანკი | 1,125,651,000 | 0,978 |
ტერა ბანკი | 973,454,000 | 0,916 |
პროკრედიტ ბანკი | 913,921,000 | 0.886 |
კრედო | 707,246,000 | 0.667 |
₾ | ₾ | ₾ მლრდ ₾ |
წყარო: კომერციული ბანკები