ფინანსები
20/10/2023

დავით უტიაშვილი: საბანკო სექტორი საუკეთესო ფორმაშია

₾200 000 -დან 300 000 ლარამდე სესხების 60% ლარშია გაცემული. მთლიანად, ბანკების საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 45%-ის ფარგლებშია, თუმცა გლობალური გაურკვევლობის გათვალისწიებით დოლარიზაცია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მთავარ რისკად რჩება, კვლავ.

რეგიონულ რისკებზე, მ.შ. საომარი მოქმედებების გავლენაზე, რაც პროდუქტების მიწოდებაზე აისახება, ასევე გლობალური განაკვეთების ზრდაზე და ყველა სხვა გამოწვევაზე, რამაც შესაძლოა საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ჰპოვოს, "ბიზნესპარტნიორის" კითხვებს, პარასკევის ეთერში სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა უპასუხა.

რისკები დეტალურად გაანალიზებულია  ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში, (FSR) რომლის მთავარი მიმართულებები განიხილეს გადაცემაში.

უტიაშვილის თქმით, სავალუტო დაკრედიტების ზღვარის 300 000 ლარამდე გაზრდა, რისკების მინიმიზაციის მიზნით, დოლარიზაციის შემცირებას ემსახურება. აღნიშნა რომ ბანკების საკრედიტო პორტფელის 45% -იანი კოეფიციენტი 5 წლის წინანდელ 70%-ს ჯობს, თუმცა საუკეთესო არ არის (შესადარ ქვეყნებზე მაღალია) და სებ-ის ძალისსხმევაც ლარიზაციის ხელშეწყობას ემსახურება. 

ამასთან უტიაშვილმა აღნიშნა შესაძლო გამოწვევებისთვის  "კარგ დროში" მომზადების მიზანშეწონილობაზე. ამ მიზნით, სებ-მა წელს რეზერვები 1.4 მლრდ აშშ დოლარით შეავსო. აღნიშნა, რომ შემოდინებები სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება და ამ კუთხით გაცვლითი კურსის მიმართ რაიმე რისკები არ არის.

უტიაშვილმა სავალუტო სესხების  გაპრობლემების მაგალითი მოიხმო, პანდემიის, როცა მომხმარებლის 1/3 -ს სესხის მომსახურება გაუჭირდა და მიმართა ბანკს რესტრუქტურიზაციისთვის. მისი თქმით ცენტრალური ბანკის პოლიტიკა დაცვითი მექანიზმების შექმნას უნდა ემსახურებოდეს და ახლა ამის საუკეთეო დროა. ეს რისკები უნდა შევამციროთ რადგან გავლენას ახდენს ეკომომიკაზე. 

მისი შეფასებით, პროცესების ოპტიმალური მართვის შედეგია, რომ შოკებით დატვირთულ, ბოლო ათწლეულში ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს, ეკონომიკის დაკრედიტება შეუფერხებლად გრძელდება. 

"თუნდაც კოვიდის კრიზისი სექტორმა ისე გადაიტანა, რომ მოსახლეობას არც კი უგრძვნია. საბანკო სექტორის მდგრადობას რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება შოკურ პერიოდშიც კი, ამაზე მიანიშნებს ფინანსური მაჩვენებლები. რომლის თანახმად მიმდინარე პერიოდი  ერთ-ერთი საუკეთესოა ბანკებისთვის, ლიკვიდობით, მომგებიანობით, აქტივების ხარისხით", - განაცხადა უტიაშვილმა.

 

 

 

Businesspartner