ფინანსები
26/01/2023

დაკრედიტების ზრდა შენელდა - ბანკები საკრედიტო პორტფელით

რეგულაციების და განაკვეთების გლობალური ზრდის  წნეხის მიუხედავად, საბანკო სექტორი დაკრედიტების ზრდას ინარჩუნებს, წლიურ  (Y.Y) 4% -ზე, კურსის ცვლილების ეფექტით და მის გარეშე +12%Y.Y -ს.

ლარში დაკრედიტების ზრდა +25%Y.Y –დან, 16,5%-მდეა შენელებული, უცხოურ ვალუტაში კი 13%-დან 8%-მდე.

სებ-ის ინფორმაციით, 01.01.2023 -ის მდგომარეობით ბიზნეს სესხების 20.2 მლრდ ლარია და 62% -12,7 მლრდ ლარის, სავალუტოზე მოდის.

უცხოურ ვალუტაში კომპანიების დაკრედიტება 1 წელში 1 მილიარდით შემცირებულია (01.01.2022 – ₾ 13,7 მლრდ).

სექტორში ყველაზე გამსხვილებული ბაზისბანკის პორტფელია (01.01.2022 – ₾ 1.255 მლრდ). ჩინური ჰუალინგ ჯგუფის ბანკმა სანქცირებული ვითიბის სესხების ნაწილი გადაიბარა. ნაწილი ერგო ლიბერთის, რომლის სასესხო პორტფელი შარშან 2 მილიარდზე ნაკლების იყო (01.01.2022 – ₾ 1,975 მლრდ)

ბანკები დაკრედიტებით და სასესხო შემოსავლებით:

 

სესხები 000 ₾

 რეზერვი  ₾

თიბისი

17,834,149

-623 721 000

საქართველოს ბანკი

16,316,961

-622 256 000

ლიბერთი

2,501,952

-130 738 000

ბაზისბანკი

2,076,335

-75 031 000

კრედო

1,792,622

-59 535 000

პროკრედიტ ბანკი

1,150,714

-39 857 000

ტერა ბანკი

1,074,140

-44 906 000

ბანკი ქართუი

   760,271

-110 300 000

წყარო: კომერციული ბანკები

2023 წლის იანვრის ანგარიშგებას ბანკები უკვე IFRS -ით წარმოადგენენ, რომელსაც ლიბერალური მიდგომები შემოაქვს, ძირითადად დარეზერვების ნაწილში (რეზერვების ნაწილს გამოუთავისუფლებს) . სესხების  შესაძლო დანაკარგების რეზერვის 5 დონიანი სისტემა, რომელიც  ბანკს 2%-დან 100%-მდე  სარეზერვო ნორმას უწესებდა სესხების 5 კატეგორიაზე (საიმედო, საყურადღებო, არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 3 დონიანით იცვლება   (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი).

 

 

Businesspartner