Cryptal-ს ახალი კრიპტოვალუტა Link-ი დაემატა
Сryptal.com-ზე ახალი კრიპტოვალუტა, LINK (Chainlink) გახდა ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ ივაჭრონ LINK-ით ლარში, დოლარში ან ბიტკოინში.
Link-ი ერთადერთი გადახდის საშუალებაა Chainlink-ის ეკოსისტემაში, რომლის მიზანიც დეცენტრალიზებული ქსელის საშუალებით Ethereum-ის ჭკვიან კონტრაქტებისა და რეალური სამყაროს მონაცემების დაკავშირებაა. Link-ის ტოკენების ჯამური რაოდენობა 1 მლრდ-ია, საიდანაც მხოლოდ 416 მლნ არის მიმოქცევაში. კრიპტოვალუტის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია კი 11 მლრდ დოლარია.
ახალი ვალუტის მნიშვნელობაზე „ბიზნესპარტნიორთან“ Cryptal-ის დირექტორი ხვიჩა კოპინაძე საუბრობს. მისი თქმით, Chainlink-ი ქმნის ერთგვარ „ინფორმაციის მომწოდებელთა ეკოსისტემას“ და მასში ჩართულ მონაწილეებს ასაჩუქრებს LINK-ის ტოკენებით.
„LINK-ის ტოკენები ასევე აუცილებელია, მოცემული სისტემიდან ინფორმაციის შესყიდვისთვის. ბლოკჩეინის და ჭკვიანი კონტრაქტების განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ისეთ უსაფრთხო და სანდო საინფორმაციო წყაროებზე, რომლებსაც Chainlink-ის ეკოსისტემა გვთავაზობს. ეს კი თავის მხრივ ზრდის მოთხოვნას LINK-ზე, როგორც კრიპტოვალუტაზე. Cryptal-ის მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეს მარტივი წვდომა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად და ცნობილ კრიპტოვალუტებზე, მათ შორის LINK-ზე,“ – აღნიშნავს ხვიჩა კოპინაძე.
კომპანიის ტექნიკური დირექტორი განმარტავს LINK-ის მნიშვნელობას კრიპტო სამყაროსთვის.
„LINK-ი ეთერიუმის ჭკვიან კონტრაქტებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და მეტ შესაძლებლობას ქმნის. Chainlink-ის პროექტი მიზნად ისახავს გარე სერვისების ინტეგრაციას ჭკვიან კონტრაქტებში, რაც ზრდის მათ მრავალფეროვნებასა და მოქნილობას", – განმარტავს გიორგი კერვალიშილი.
ინფორმაციისთვის, Chainlink-ი დააფუძნეს და განავითარეს სერგეი ნაზაროვმა და სტივ ელისმა. მისი ICO (კრიპტოვალუტის საწყისი შეთავაზება) 2017 წლის სექტემბერში ჩატარდა, რის შემდეგაც კომპანიამ (Smart Contract Chainlink Ltd) მოცემული პროდუქტის განვითარებისთვის ჯამში 32 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
შეგახსენებთ, რომ Cryptal.com არის საერთაშორისო ბირჟა, სადაც შესაძლებელია კრიპტოვალუტებით ვაჭრობა უსაფრთხოდ, მარტივად და სწრაფად. „Сryptal“ არის CryptX ჯგუფის შვილობილი კომპანია. CryptX-ის გუნდი 2018 წლიდან აქტიურად ქმნის საერთაშორისო დონის კრიპტო და ბლოკჩეინ პროდუქტებს.