ფინანსები
21/09/2023

BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 2.7000 ლარად ივაჭრება, ბანკებში დოლარი ₾2.7600 ღირს

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 12:15 საათისთვის 1 დოლარი 2.7000-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6750  ლარი შეადგინა.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6600 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.7600 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.6450 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.7450 ლარად.

შეგახსენებთ, გუშინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე  ინტერვენცია განახორციელა.

2023 წლის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე  20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა.

ამ ტრანზაქციით მიმოქცევიდან 50 მლნ ლარზე მეტი ამოიღო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023