
ბიუჯეტში ბანკების ნახევარი წლის გადასახდელი 215 მლნ ლარია
სებ-ის სტატისტიკით, 06/2023-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი 38.6 მლნ ლარია. მთლიანად წლის I ნახევრის კი ₾215 მილიონი.
სექტორი ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორია და ბანკებს, სხვა კომპანიების ანალოგიურად, მოგების გადახდის ვალდებულება წელში 4-ჯერ უდგება (თუმცა ბალანსის ვადამდე შევსებაც არ იზღუდება). საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2023 წლის დეკლარაციის წარდგენის ვადა 2024 წლის 1 აპრილამდეა, 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%) მოგების გადასახადი არაუგვიანეს 15/05;15/07;15/09 და 15/12 სტუმრდება.
ბანკები ამ წლის მოგების გადასახადს უკვე გაზრდილი, 20%-იანი განაკვეთით გაისტუმრებენ.
ზედამხედველების ინფორმაციით, განაკვეთის 15%-დან 20%-მდე მატება საგადასახადო ტვირთს მნიშვნელოვნად არ უზრდის. ეს არაფერია IFRS-ის ეფექტთან შედარებით.
ბაზას IFRS-ზე (ანგარიშგების საერთაშორისო მეთოდოლოგია) გადასვლა ცვლის. სებ-ის მეთოდოლოგიით (Gaap) სექტორს მეტის დარეზერვება უწევდა. ცვლილების შემდეგ "მეტობით“ დარეზერვებული „ამოტრიალდება“, ბუღალტრულად ბანკი უფრო მეტ მოგებას დაწერს და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელიც გაეზრდება. ზედმეტობა 1 მლრდ ლარამდეა.
ამასთან, სექტორის იმასაც შეეგუა, რომ 2023 წლისთვის გადავადებული შეღავათიანი ნორმა, რეინვესტირებული მოგების გადასახადზე, არასდროს ამოქმედდება.
ბანკები საოპერაციო მოგებით H1/2023
სა ქ | ₾ |
საქართველოს ბანკი | 708,460 |
თიბისი | 613,957 |
ლიბერთი | 60,935 |
კრედო | 36,039 |
ბაზისბანკი | 34,480 |
პროკრედიტ ბანკი | 26,311 |
ქართუ | 24,798 |
000 ₾ | |
₾ | ₾ |
წყარო: კომერციული ბანკები