ფინანსები
07/03/2023

ბაზარზე 4 ზარალიანი ბანკია

კაპიტალზე და აქტივებზე უკუგების (ROE,ROA) ნეგატიური მაჩვენებლით, ბაზარზე 4 ბანკია.თუმცა რელურად ზარალიანი ბანკების რაოდენობა 2-ია:პაშა ბანკი (აზერბაიჯანული ბანკის შვილობილი) და სილქ ბანკი.

ზარალზეა ბაზარზე ახლადშესული პეისერა. ციფრულ ბანკს უფრო მეტი ხარჯი აქვს. მათ შორის, პერსონალის და უარყოფითი ROE – 30.4% ამით აიხსნება.

მარტიდან (2022) ზარალი მოყვება ვითიბის. სანქცირებულ  ბანკს ზარალი პორტფელის  გასხვისების  გამო თებერვალში წარმოექმნა. (ხარჯი სესხების იაფად შესყიდვამ გაზარდა. მაგ: თუ სასესხო ვადის ბოლოს ვითიბისთვის კლიენტს უნდა დაეფარა 1 000 ლარი (პირობითად), პორტფელის მყიდველმა დაუფარა ₾800, ვადამდე).

ვითიბის ROE, 01.02.2023-ის მდგომარეობით -4.7%-ია. სანქცირებიდან მნიშვნელოვანი პროგრესია. Q1/2022-ისთვის კაპიტალზე უკუგების -30.7%-იანი კოეფიციენტი ჰქონდა და 27 მლნ ლარამდე ზარალი.

პაშა ბანკს, 01.02.2023-ისთვის კაპიტალზე ზარალიანობა აქვს -1,6% და 128 000 ლარის ზარალი. სილქ ბანკის იანვრის ზარალი 288 572 ლარია და კაპიტალზე ზარალიანობა (უარყოფითი ROE) -6.6%**.

ზარალიანი ბანკები

 

01.02.2023  ₾

სილქ ბანკი

-289,000

პაშა ბანკი

-128,000

ვითიბი ბანკი

-1,045,000

პეისერა

 -75,000

წყარო: კომერციული ბანკები

**უარყოფითი ROE იწვევს აქციონერი/ინვესტორის უკმაყოფილებას, რადგან ბანკის კაპიტალი წამგებიანია. -6.6%-იანი უკუგებიასას ყოველ 100 ლარის კაპიტალზე 7 ლარამდე აგებს.

 

 

Businesspartner