ფინანსები
18/07/2023

"ბანკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება, სადეპოზიტო პორტფელის ფასზე იმოქმედებს"

"ბანკებს ფინანსური კრიზისის დაზღვევის მიზნით, სარეზოლუციო ფონდში ფინანსური სახსრების წინსწრების აკუმულირების ვალდებულება უჩნდებათ," - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, საუბარია ფონდის შექმნაზე, რომელიც რეზოლუციის ჩარჩოს შემთხვევაში, თანხების მოძიებას უფრო მარტივს გახდის და პროცესს დაეხმარება. ამასთან, აღნიშნული სიახლე რეალური ფინანსური  სტაბილურობის შეფასებისთვის ხელშემწყობი იქნება.

მისივე განმარტებით, ეროვნულმა ბანკი ყველა მიმდინარე პროცესისა და ფულის შეგროვების ვადების გათვალისწინებით, ცვლილების ამოქმედებას 2025 წლიდან დაიწყებს.

„სიახლე პირველ რიგში სადეპოზიტო პორტფელის ფასზე იმოქმედებს, ანუ საპროცენტო განაკვეთები შემცირდება.

რაც შეეხება სასესხო პროდუქტებს, ვერ ვიტყვი, რომ მათზე პირდაპირპროპორციულად აისახება, ვინაიდან თანხის აკუმულირება საკმაოდ გრძელ პერიოდზეა გადანაწილებული. ეს კი ნიშნავს, რომ ბანკებისაგან თანხის მინიმალური დოზით გაწევა მოხდება," -აცხადებს ძნელაძე.

რაც შეეხა მომხმარებელზე აღნიშნული სიახლის ასახვას, ძნელაძის მტკიცებით, დღევანდელი მოცემულობის საფუძველზე, მომხმარებელს მდგომარეობას მკვეთრად  არ შეუცვლის.

 

 

Businesspartner