ფინანსები
27/01/2023

ბანკების მომგებიანობამ სებ-ის მოლოდინს გადააჭარბა

საბანკო სექტორის მომგებიანობამ (კაპიტალზე) ზედამხედველის მოლოდინს გადააჭარბა. ბანკებმა 2022  წელი 25%-მდე უკუგებით დაასრულეს (ROE).

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა 20% -ს პროგნოზირებდა, რაც არის ინვესტორების მოლოდინი და რის მიხედვითაც ხდება საბანკო პროდუქტების ფასდადება. 

ასე რომ საქართველოს ბაზარზე მოქმედი ბანკების ინვესტორები 2022-ით მეტ-ნაკლებად კაყოფილები არიან (სანქცირებული რუსული ვითიბის გარდა).

ბანკები კაპიტალით და კაპიტალზე მომგებიანობით  (01.01.2023)

 

000 ₾არი

ROE %

თიბისი

3,587,892

26.60%

საქართველოს ბანკი

3,206,236

32.81%

ლიბერთი

405,353

18.30%

ბაზისბანკი

377,410

16.57%

პროკრედიტ ბანკი

283,484

17.82%

ქართუ ბანკი

246,125

25.35%

წყარო: ბანკები

ბანკების სააქციო კაპიტალი  წლიურად 20%-ით არის გაზრდილი, 9,25 მლრდ ლარამდე (l/y– ₾7.7 მლრდ).

ROE  შარშან უფრო მაღალი იყო (01.01.2022 - 30,7%), წმინდა მოგება კი მიახლოებული 01.01.2022 - ₾2.082 მლრდ, 01.01.2023 - ₾ 2.085 მლრდ) რასაც სებ-ი  ბანკების საკრედიტო დანაკარგების სარეზერვო ხარჯის შემიმცირით ხსნის.

პაპუნა ლეჟავას თქმით, ბანკებმა 1.2 მლრდ ზარალი მიიღეს კოვიდის შოკით, რომელიც ფარავდა 3 წლის ჯამურ შოკს, შესაბამისად მომდევნო წლებში სექტორს ზარალი აღარ უნახავს.კაპიტალზე მომგებიანობა კი 2020 წელს 2% იყო, ინვესტორების მოლოდინზე 10-ჯერ ნაკლები.

 

Businesspartner