ფინანსები
20/10/2023

BAG-ში მწარმოებელთა გაფართოებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს

მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება) ორგანიზაციების საქმიანობა, დარგში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი.

შეხვედრაზე, რომელსაცგარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასევე ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დარგში არსებული გამოწვევები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობას და იმ პრობლემატურ საკითხებს, რომლებსაც ოპერირებისას აწყდებიან, ასევე სახიფათო ნარჩენების მოგროვებას, მათი აღრიცხვიანობის წესს და გადამუშავებას. 

შეხვედრის მსვლელობისას დისკუსია გაიმართა დარგში სტანდარტების დაცვის აუცილებლობასა და ბაზრის წესების დაცვაზე.

„ნარჩენების სწორი გზით გადამუშავება და გარემოსდაცვა პრიორიტეტული საკითხია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის, შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში მგვ კომპანიებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი საქმიანობის პრაქტიკული გამოწვევები და ვიმედოვნებთ, რომ მოხდება პოზიციების შეჯერება. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის ნებისმიერი რეგულაცია გარკვეული ბიუროკრატიული  წნეხია და დაკავშირებულია ხარჯებთან, მზად ვართ, ჩავერთოთ ყველა იმ დისკუსიაში, რომელიც მოემსახურება მომავალი თაობების კეთილდღეობას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022