BAG -ის წევრმა კომპანია"Skillwill"-მა დასაქმების ფორუმი გამართა
"Skillwill"-მა დასაქმების ფორუმის ფარგლებში, კურსდამთავრებულების გამოსაშვები ღონისძიება გამართა, რომელსაც პროგრამირების და ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებების 100-ზე მეტი კურსდამთავრებული დაესწრო, მათ შორის, მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის "ისწავლე და დასაქმდი" ფარგლებში, მიღებული სტუდენტებიც იყვნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ბაზრის მსხვილმა დამსაქმებელმა "Skillwill"-ის კურსდამთავრებულებს მიმდინარე, ექსკლუზიური ვაკანსიები და სტაჟირებები გაუზიარეს. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა "Lineate"-ი, "Digital Area", "Making science sweeft"-ი, "თიბისი ბანკი", "პაშა ბანკი", "კრისტალი", "ტრანსპორტერი" და ქვეყნის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებმაც კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, გაუზიარეს ინფორმაცია ახალი უნარების შეძენის მნიშვნელობის, დასაქმების მიმართულებით ბაზარზე არსებული საჭიროებების, კადრების დეფიციტის აღმოფხვრისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
"ჩვენი სტუდენტების ხელშეწყობა სწავლის და კარიერული განვითარების გზაზე "Skillwill"-ის პრიორიტეტია, ხოლო ამ პროცესში კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და წარმატების მაგალითების შექმნისთვის” განაცხადა გიორგი მარიამიძემ, "Skillwill"-ის დამფუძნებელი.
""Skillwill"-თვის დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სწორედ ამ მიზნით, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები ასეთი აქტიურები არიან ამ მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და საბოლოოდ დასაქმებას",- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.