არჩილ კონცელიძე: სესხების საყოველთაო გადავადების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას
VTB ბანკის გენერალური დირექტორის საბანკო სექტორში დამატებითი რეზერვების გატარების საჭიროებას ვერ ხედავს.
არჩილ კონცელიძე თვლის, რომ სესხების მესამე საყოველთაო გადავადების აუცილებლობა არ არის.
„მომხმარებლებთან ვიმუშავებთ ინდივიდუალურად. რომც გავაკეთოთ სესხების რესტრუქტურიზაცია, შარშან იმხელა რეზერვები გვაქვს გაკეთებული ეროვნული ბანკის მოთხოვნით, რომ არსებული რეზერვები ეყოფა სრულიად რესტრუქტურიზებულ სესებს. ძალიან რთული პროცესებია, პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე, ჩვენც ვწვალობთ, მოსახლეობა განსაკუთრებით. გაზრდილი დაგროვებული საპროცენტო განაკვეთებია, რესტუქტურიზაციებია და ასე შემდეგ. თუმცა სესხების საყოველთაო გადავადების საჭიროება ცალსახად არ დგას,“ - განაცხადა არჩილ კონცელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, 2020 წლის პირველ ნახევარში საბანკო ვალდებულებები გადავადდა. 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა - 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე).